ფანასკერტელის ინდექსი წარმოადგენს თვლად, ციფრულ მაჩვენებელს, ჯანდაცვის სფეროს მომსახურების, სერვისებისა და სამედიცინო პროდუქციის ფასთა ცვლილების შესახებ. იგი აერთიანებს სამედიცინო სფეროს მიმართულებების ისეთ ინდექსებს როგორიცაა: ფანასკერტელი ფარმა, ფანასკერტელი ჯანდაცვა, ფანასკერტელი კლინიკები, ფანასკერტელი – კეთილდღეობის ინდექსი.

ინდექსის შექმნის პროცესში მისი სახელწოდების ინსპირაცია იყო, მე–15 საუკუნის ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი, ზაზა ფანასკერტელ–ციციშვილის დამსახურება და წვლილი ქართული მედიცინის განვითარებაში. კერძოდ, ის იყო ავტორი ორიგინალური სამედიცინო ძეგლისა – სამკურნალო წიგნი-კარაბადინი.

ზაზა ფანასკერტელი ძველი დროის ერთადერთი ქართველი ექიმი-მეცნიერია, რომლის ავტორობა სამკურნალო წიგნზე და მისი ბიოგრაფიული მონაცემები ეჭვს არ იწვევს.

ფანასკერტელის ინდექსის მისიას წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროს ხელმისაწვდომობის, სამედიცინო დარგის ძირითადი მიმართულებებისა და მაჩვენებლების, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ტენდენციების, მოსახლეობის კეთილდღეობის ინდექსის შესწავლა, ანალიზი და შედეგის საზოგადეობის ფართო ფენებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება.

ჯანდაცვის სფეროს ძირითადი მიმართულებების კვლევა, ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე არსებული ფასების რეალური სურათის ასახვა, შესწავლა, ანალიზი. სამედიცინო სერვისებსა და მომსახურებაზე ფასთა ცვლილების მუდმივი თვალყურის დევნება, გამოკვეთილი ტენდენციების შესწავლა.


farma
jandacva
klinikebi
ketildgeoba
parallax background

ნოემბერი 14, 2018

The Birth of Essays for Sale

Descriptive papers will differ somewhat. Quality photographs will greatly boost the range of prospects requesting additional information in addition to answer questions regarding the kitchen. You’ll […]
ნოემბერი 13, 2018

The Fundamentals of Best Essay Help Revealed

The Best Essay Help Chronicles Attempt also not to steer clear of any appropriate content as it may also influence the standard of your essay. A […]
ნოემბერი 13, 2018

Writing Experts Fundamentals Explained

Our experts follow a detailed process to complete the essay in your writing style. The chief reason is that every writing service seen online isn’t genuine […]
parallax background

  • ფანასკერტელის ივნისის თვის ინდექსი

    უკანასკნელი კვლევის შედეგად, რომლის მიხედვითაც ივნისის თვის მონაცემები შედარდა მაისის თვეში დაფიქსირებულ მონაცემებს, „ფანასკერტელის ინდექსი” უმნიშვნელოდ შემცირდა და 12,68 პუნქტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტების ფასი ფარმაცევტულ ბაზარზე  2016 წლის 10 ივნისიდან 2016 წლის 10 ივლისის მონაცემებით 2,4%-ით შემცირდა.

  • ფანასკერტელის მაისის თვის ინდექსი

    მაისის კვლევის მიხედვით  ფანასკერტელის ინდექსი 17,43%-ით გაიზარდა და 13 პუნქტი შეადგინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად არის მომატებული. 200 დასახელების მედიკამენტიდან, რაც წარმოადგენს დაკვირვების ობიექტს, 78 მათგანზე ფასები გაზრდილია, ხოლო 6-ზე უმნიშვნელოდ შემცირებული, რამაც ფანასკერტელის ინდექსის ზრდა განაპირობა.

  • ფანასკერტელის აპრილის თვის ინდექსი

    აპრილის თვეში ფანასკერტელის ინდექსი 0,3 პუნქტით შემცირდა.უკანასკნელი კვლევის მიხედვით,აპრილის თვეში დაფიქსირებული ფასები 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მედიკამენტზე,შედარდა მარტის თვის მონაცემებს,რომლის მიხედვითაც ინდექსი უმნიშვნელოდ, 0,3 პუნქტით არის შემცირებული და 11,07 პუნქტს შეადგენს. ჯამში 16 მედიკამენტზე ფასი შემცირებულია, ხოლო 5–ზე გაზრდილი, დანარჩენ მედიკამენტებზე ფასები უცვლელია.

  • ფანასკერტელის მარტის თვის ინდექსი

    ფანასკერტელის ინდექსი კიდევ 12,5%–ით შემცირდა – მედიკამენტებზე ფასების კლების ტრენდი შენარჩუნებულია.  ფანასკერტელის ინდექსმა თებერვლის მონაცემთან შედარებით 11,1 პუნქტი შეადგინა.  ბოლო კვლევის მიხედვით, მედიკამენტებზე არსებული ფასები ძირითადად კლებადი ტენდენციით ხასიათდება. ბოლო მონაცემების საფუძველზე, ჯამში, 76 მედიკამენტზე ფასები შემცირებულია.

  • ფანასკერტელის იანვრის თვის ინდექსი

    ფანასკერტელის ინდექსი შემცირდა. მედიკამენტებზე ფასები თებერვალში 4,5%–ით გაიაფდა. 200 დასახელების მედიკამენტზე დაკვირვების მიხედვით ფანასკერტელის ინდექსი არის შემცირებული და თებერვალში შეადგენს 12,7 პუნქტს, რაც იმაზე მეტყველებს,  რომ მედიკამენტების ბაზარზე, ბოლო 4 თვის განმავლობაში ფასების კლების ტენდენცია ნარჩუნდება.

[wonderplugin_carousel id="3"]